ბათუმში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებმა და მათმა მხარდამჭერებმა მსვლელობა აგამართეს. საპროტესტო აქციის მონაწილეები, ბათუმის უნივერსიტეტის შენობიდან ევროპის მოედნისკენ გაემართნენ. აქციის ლოზუნგი იყო „კი ევროპას, არა რუსულ კანონს“.
„ჩვენი გზა არის ევროპისკენ, გამარჯვებისკენ და ამ გზას გაუმარჯოს. ბათუმის ქუჩებიდან რუსულ ოცნებას ვუთხრათ არა. არა ყველაფერს რუსულს, ევროპას კი, საქართველოს გაუმარჯოს”- განაცხადეს აქციის მონაწილეებმა.
მსვლელობამდე ბათუმში, შოთა რუსთაველის უნივერსიტეტთან გაიმართა საერთო საზოგადოებრივი განხილვა – „კი ევროპას, არა რუსულ კანონს!“.
განხილვას დაესწრნენ საზოგადოების წარმომადგენლები, არასამთავრობო ორგანიზაციები, გამარჯვების კოალიციის ფარგლებში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი, „სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე და მიხეილ სააკაშვილის პირადი წარმომადგენელი სოფო ჯაფარიძე.
ფოტო : “ინტერპრესნიუსი”