LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არაბულმა ავიაკომპანიამ თვითმფრინავში ორადგილიანი საწოლები განათავსა

79

არაბულმა ავიაკომპანიამ თვითმფრინავში ორადგილიანი საწოლები განათავსა. Qatar Airways გახდა პირველი კომპანია მსოფლიოში, რომლის ბიზნეს-კლასიც ნამდვილ საძინებლად გადაიქცა. საქმე ისაა, რომ ჩვეულებრივი სავარძელი, ხელის მარტივი მოძრაობით საწოლად გადაიქცევა და მგზავრებს ბევრად უფრო კომფორტული ფრენის საშუალება ექნებათ. სიახლეს Qsuite უწოდეს და სერვისი ამ მომენტისთვის მხოლოდ  ლონდონის ჰითროუს აეროპორტის მგზავრებისთვისაა ხელმისაწვდომი.

აღსანიშნავია, რომ საწოლებს უახლოეს მომავალში პარიზისა და ნიუ-იორკის მიმართულებით შესრულებულ რეისებზეც დაამონტაჟებენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები