LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„არაჟანში ბიძინამ ჩასვა? ჩატენა თავისი ხელით და წამოიყვანა საქართველოში, რომ ვენდეტა მოეწყო მისთვის, თუ საიდან მოიტანეს ეს” – ხოფერია სააკაშვილზე

229
BeFunky-collage - 2023-02-19T010723.845

არაჟანში ბიძინამ ჩასვა? ჩატენა თავისი ხელით და წამოიყვანა საქართველოში, რომ ვენდეტა მოეწყო მისთვის, თუ საიდან მოიტანეს ეს, – ამის შესახებ პარლამენტის ყოფილმა წევრმა, ხათუნა ხოფერიამ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური შაბათი – მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.

მისივე თქმით, ევროპარლამენტის რეზოლუციაში არის აბსოლუტურად დაუსაბუთებელი ბრალდებები.

„რეზოლუციაში არის ბრალდება, რომ სააკაშვილი არის ბიძინა ივანიშვილის პირადი ტყვე და არის ვენდეტა მისი მხრიდან. ეს რეზოლუციები მართლა პირველი შემთხვევა ხომ არის, არა? ფაქტობრივად, ყოველგვარი ფაქტების და დადასტურების გარეშე ხდება სერიოზული ბრალდებების წამოყენება. ზოგადად, ჭეშმარიტება არის ფაქტებში, ხოლო როგორც კი ჭეშმარიტება ირღვევა, ფაქტები არ დასტურდება და ეს ყველაფერი რეალობას აცდენილია, საზოგადოებაში ჩნდება შიში, პირველ რიგში – თავისუფლების დაკარგვის შიში. ეს ადამიანები ყველაფერს აკეთებენ, რათა ჩვენ დავკარგოთ ეს შიში.

ბიძინა ივანიშვილმა და სააკაშვილმა წელიწადზე მეტი ითანამშრომლეს. მიშა იყო აქ პრეზიდენტი, ბიძინა კი პრემიერ-მინისტრი და ივანიშვილს რომ ნდომებოდა, რა, რთული იყო მიშას აქ, ადგილზე დაკავება? ან, არაჟანში ბიძინამ ჩასვა? ჩატენა თავისი ხელით და წამოიყვანა საქართველოში, რომ ვენდეტა მოეწყო მისთვის, თუ საიდან მოიტანეს ეს ვენდეტა? ზოგადად, ამ ადამიანის მიმართ სანქციების აფოფრილი მცდელობა და გაუთავებლად რაღაცების დაბრალება რა არის? მე მაინტერესებს ერთი სამართლებრივად დადასტურებული ფაქტი, რა დააშავა ბიძინა ივანიშვილმა. შეიძლება, მუდმივად კაკბები, გნოლები და დატყვევებული ხეები იძახო? კარგი, რა! ვინმემ ხომ შეიძლება, თქვას, რომ ამ ადამიანმა თავის ქვეყანას ეს დაუშავა, მაგრამ ასეთი რამ არ არის“, – განაცხადა ხოფერიამ.

ვიოლა ფონ კრამონი: 576 კოლეგა და მე ვეთანხმებით – სააკაშვილის ჯანმრთელობაზე პასუხისმგებელი მთავრობაა

გიორგი ჩალაძე: როგორ შეიძლება სიმულაციით წნევა აეწიოს ადამიანს, ან სიმულაციით მოწამვლა როგორ შეიძლება.. პრეზიდენტი სააკაშვილი თვალსა და ხელს შუა ქრება

ირაკლი ღარიბაშვილი: ბატონი სააკაშვილი კარგი მსახიობია.. რაც თქვენ გესმით, რასაც ხედავთ, ვიდეოთი, ფეისბუქზე, სოციალურ ქსელებში, არ წარმოადგენს რეალობას

„ალბათ რამდენიმე მისვლა მაქვს დარჩენილი მასთან, უბრალოდ მივალ და აღარ დამხვდება” – მეუფე ნიკოლოზი სააკაშვილზე

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g