LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი ჩალაძე: როგორ შეიძლება სიმულაციით წნევა აეწიოს ადამიანს, ან სიმულაციით მოწამვლა როგორ შეიძლება.. პრეზიდენტი სააკაშვილი თვალსა და ხელს შუა ქრება

174
ფორტუნა (23)

როგორ შეიძლება სიმულაციით წნევა აეწიოს ადამიანს, ან სიმულაციით მოწამვლა როგორ შეიძლება. სისხლის ანალიზები, როგორ შეიძლება შეიცვალოს სიმულაციით. თუ ეს სააკაშვილს შეუძლია, ის ყოფილა უმაღლესი გონებრივი განვითარების ადამიანი – ასე გამოეხმაურა ენმ-ის წევრი, გიორგი ჩალაძე „ქართული ოცნების“ შეფასებას, რომ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა არის სიმულაციით გამოწვეული და ეს სტრასბურგის სასამართლოსთვის ვერ გახდება სასჯელის გადავადების მიზეზი.

„საერთაშორისო მედია ფეხზე დადგა – ყველა გაგიჟდა?“ – გიული ალასანია BBC-ის სიუჟეტზე

ჩალაძის განცხადებით, „ქართულ ოცნებას“ ვერ ეცოდინება სტრასბურგში რა გადაწყვეტილება დადგება.

„როგორ შეიძლება სიმულაციით წნევა აეწიოს ადამიანს, ან სიმულაციით მოწამვლა როგორ შეიძლება. სისხლის ანალიზები, როგორ შეიძლება შეიცვალოს სიმულაციით. თუ ეს სააკაშვილს შეუძლია, ის ყოფილა უმაღლესი გონებრივი განვითარების ადამიანი.

პრეზიდენტი სააკაშვილი თვალსა და ხელს შუა ქრება და ამ გაქრობასთან ერთად ჩვენი ქვეყნის მომავალი ძალიან ბუნდოვანი ხდება.

სტრასბურგი რა გადაწყვეტილებას მიიღებს „ქართულმა ოცნებამ“ საიდან იცის? ხომ არ არის ეს პირდაპირი მითითება რამე გავლენების არსებობაზე და ხომ არ მიუთითებენ ზოგიერთი მოსამართლის არაკეთილსინდისიერებაზე. შორს ვარ იმ აზრისგან, რომ „ქართული ოცნების“ მესვეურები სტრასბურგის სასამართლოზე გავლენას იქონიებენ. არ ვდებ ბრალს სტრასბურგის სასამართლოს, რომ მოსყიდულები არიან. „ქართულ ოცნებას“ ვერ ეცოდინება სტრასბურგში რა გადაწყვეტილება დადგება“,- განაცხადა ჩალაძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში.

კარგია, რომ აფასებენ იმ წვლილს, რომელიც ჩემმა შვილმა შეიტანა საქართველოს ევროპასთან დაახლოებაში – გიული ალასანია ევროპარლამენტის რეზოლუციაზე

„არ მინდა, ამ ქვეყანაში ლინჩის წესი მოქმედებდეს.. აუცილებლად მოკვდება, თუ ასე გაგრძელდა“ – მეუფე ნიკოლოზი სააკაშვილზე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g