LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„საერთაშორისო მედია ფეხზე დადგა – ყველა გაგიჟდა?“ – გიული ალასანია BBC-ის სიუჟეტზე

214
Untitled design (24)

მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედამ, გიული ალასანიამ BBC-ზე მიხეილ სააკაშვილის შესახებ გასული სიუჟეტის კომენტირებისას აღნიშნა, რომ „საერთაშორისო მედია ფეხზე დადგა“.

როგორც მან კლინიკა „ვივა მედში“ ჟურნალისტებს განუცხადა, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობაზე მსოფლიო მედია წერს და ფაქტს აღიარებს.

„საერთაშორისო მედია ფეხზე დადგა. მგონი, აღარ დარჩა არც არხი, არც გაზეთი რომ ჩემი შვილის დასაცავად მასალა არ გამოქვეყნებულიყო. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. როცა მსოფლიოს ასეთი დიდი ნაწილი აღიარებს ამ ფაქტს, ეს რას ნიშნავს, ყველა გაგიჟდა? ძალიან მადლობელი ვარ ამის.“ – განაცხადა ალასანიამ.

ამასთან, გიული ალასანიამ ისაუბრა სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე და აღნიშნა, რომ სააკაშვილს დილიდანან 37.5 აქვს ტემპერატურა და აღენიშნება სისუსტე, რასაც ალასანია მოწამვლას უკავშირებს.

„დილიდან სიცხე აქვს 37.5. როგორც ყოველთვის სისუსტე აღენიშნება. ყველა ეს სიმპტომი არის უკვე კარგად დასაბუთებული იმ ცნობილი მოწამვლის შედეგი. ჯერჯერობით, არაფერი შეცვლილა“, – განაცხადა ალასანიამ.

მისთვის უცნობია, თუ როდის მოინახულებენ მიხეილ სააკაშვილს კონსილიუმის ექიმები.

კარგია, რომ აფასებენ იმ წვლილს, რომელიც ჩემმა შვილმა შეიტანა საქართველოს ევროპასთან დაახლოებაში – გიული ალასანია ევროპარლამენტის რეზოლუციაზე

„არ მინდა, ამ ქვეყანაში ლინჩის წესი მოქმედებდეს.. აუცილებლად მოკვდება, თუ ასე გაგრძელდა“ – მეუფე ნიკოლოზი სააკაშვილზე

ცნობისთვის, საერთაშორისო მედიის მიერ მომზადებულ მასალაში დასმულია კითხვები: რა როლს თამაშობს პუტინი მიხეილ სააკაშვილის საქმეში და რა ადგილი უკავია პუტინის გეოპოლიტიკურ მიზნებში საქართველოს.

მიხეილ სააკაშვილის ყოფილი მრჩეველი, დენიელ კუნინი ამბობს, რომ ამ პატიმრობით კრემლი იღებს სარგებელს, საქართველოს კი მხოლოდ უარყოფითი შედეგები ექნება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g