LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„არ მინდა, ამ ქვეყანაში ლინჩის წესი მოქმედებდეს.. აუცილებლად მოკვდება, თუ ასე გაგრძელდა“ – მეუფე ნიკოლოზი სააკაშვილზე

178
Untitled design

ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტი მეუფე ნიკოლოზი ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გართულებულ ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბრობს და აცხადებს, რომ თუ ასე გაგღრძელდება, შესაძლოა გამოუვალი სიტუაცია დადგეს.

როგორც მეუფე ნიკოლოზმა აღნიშნა, ყოველი მორიგი მონახულების დროს, მას სააკაშვილი უფრო და უფრო ცუდად ხვდება:

„არ მინდა, ამ ქვეყანაში ლინჩის წესი მოქმედებდეს.. დღეს ტერმინების განმარტება ხელმისაწვდომია – ყველას შეუძლია ნახოს ინტერნეტში, რას ნიშნავს ლინჩის წესით გასამართლება. ეს ნიშნავს სასამართლო პროცესის გარეშე განაჩენის გამოტანას.

ყოველ შესვლაზე, სააკაშვილი უარესად და უარესად არის და რაც ბოლოს ჩემი თვალით ვნახე, ყოველგვარ ფარგლებს გადაცდენილია, გამოდის, რომ ეს ადამიანი სასიკვდილოდ არის გამეტებული. აუცილებლად მოკვდება, თუ ასე გაგრძელდა.

მე როგორც სასულიერო პირი და მისი მოძღვარი, ოდნავ მაინც რომ მეპარებოდეს ეჭვი, რომ თვითდაზიანებას აქვს ადგილი, არავითარ შემთხვევაში, ზიარებას არ მივცემ..

თუნდაც ეს ასე იყოს, ასეთი საჯარო თვითდაზიანება, რომელსაც ადამიანი სიკვდილამდე მიჰყავს და მიიყვანს აუცილებლად – მე მგონი არავის არ უნდა ეპარებოდეს ეჭვი, ასე თუ გაგრძელდა, მოკვდება – ეს ძალიან ცუდი მაგალითია ქვეყანაში და ვფიქრობ, ქვეყანამ, ხელისუფლებამ, საზოგადოებამ ყველაფერი უნდა იღონოს, რომ ამ საჯარო მაგალითისგან გათავისუფლდეს“, – განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.

ირაკლი კობახიძე: რეზოლუცია აბსურდულია, ნულოვანი ფასი აქვს – სააკაშვილი დღეს ციხეში, ბიძინა ივანიშვილის შურისძიების გამო ყოფილა… ვინ ეხვეწებოდა სააკაშვილს საქართველოში ჩამოსვლას

კარგია, რომ აფასებენ იმ წვლილს, რომელიც ჩემმა შვილმა შეიტანა საქართველოს ევროპასთან დაახლოებაში – გიული ალასანია ევროპარლამენტის რეზოლუციაზე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g