LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ირაკლი კობახიძე: რეზოლუცია აბსურდულია, ნულოვანი ფასი აქვს – სააკაშვილი დღეს ციხეში, ბიძინა ივანიშვილის შურისძიების გამო ყოფილა… ვინ ეხვეწებოდა სააკაშვილს საქართველოში ჩამოსვლას

150
ირაკლი კობახიძე

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ევროპარლამენტის მიღებულ რეზოლუციას „აბსურდულს“ უწოდებს და ამბობს მას „ნულოვანი ფასი აქვს“.

კობახიძის თქმით, „რეზოლუციაში საუბარია იმაზე, რომ სააკაშვილი დღეს ციხეში, თურმე ბიძინა ივანიშვილის შურისძიების გამო ყოფილა“. მმართველი პარტიის თავმჯდომარეს აინტერესებს, თუ „ვინ ეხვეწებოდა სააკაშვილს საქართველოში ჩამოსვლას“.

„გამომდინარე იქიდან, რომ აბსურდულია თავისი შინაარსით რეზოლუციის შესაბამისი ჩანაწერი, მას ჩვენთვის არავითარი ფასი არ აქვს. მას აქვს აბსოლუტურად ნულოვანი ფასი. რაც უფრო მეტი დრო გადის, მით უფრო აბსურდული ხდება ეს რეზოლუციები. მაგალითად, აქ საუბარია იმაზე, რომ სააკაშვილი დღეს ციხეში ყოფილა, თურმე ბიძინა ივანიშვილის შურისძიების გამო. ვინ ეხვეწებოდა ახლა, სააკაშვილს საქართველოში ჩამოსვლას. როგორც თვითონ ამბობს, ეს ყველაფერი დაიგეგმა ვიღაცის აგენტების მიერ. აბსურდული როდესაც არის რეზოლუცია, მისი კომენტირებაც კი რეალურად არ ღირს“, – განაცხადა კობახიძემ.

ამავე თემაზე:

რასა იუნკევიჩიენე: საქართველოს დებიძინიზაცია და დეოლიგარქიზაცია სჭირდება

„ვერავის მივცემთ უფლებას, რომ დაგვაშანტაჟოს, საქართველოს კონსტიტუცია დახიოს და გადაყაროს” – თალაკვაძე რეზოლუციაზე

პაპუაშვილი: ერთადერთი, რაშიც ვეთანხმები რეზოლუციას, სააკაშვილის საქმე არის ლაკმუსის ტესტი, რათა დავინახოთ, ვინ არის საქართველოს და ვინ სააკაშვილის მეგობარი

„ბატონო ბიძინა, თამაში დასრულებულია, სასწრაფოდ მოგიწოდებთ ევროპარლამენტის რეზოლუციის შესრულებისკენ” – ლევან ხაბეიშვილი

„ვინც იტყვის რომ არ მოგვცემენ სტატუსს და ნუ მოგვცემენ, არის მოღალატე“ – რომან გოცირიძე

მანჯგალაძე: ზეზვა და მზია უფრო ევროპელები გამოდიან, ვიდრე კობახიძე და თალაკვაძე

მიხეილ ყაველაშვილი რეზოლუციაზე: „პირდაპირ არის მოთხოვნა, რომ მონა გახდე კუბილიუსის და რასაც გიკარნახებს ისე მოიქცე“

ვიოლა ფონ კრამონი: 576 კოლეგა და მე ვეთანხმებით – სააკაშვილის ჯანმრთელობაზე პასუხისმგებელი მთავრობაა

ზურაბ ჯაფარიძე: არ მჯერა, რომ შეიძლება, რეზოლუციებს რაიმე გავლენა ჰქონდეს „ქართულ ოცნებაზე“, მათ ეს ზღვარი გადალახული აქვთ

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g