ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციას, საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალის“ ერთ-ერთი ლიდერი მიხეილ ყაველაშვილი ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში ეხმიანება.
„თქვენ ვერ მიიღებთ სტატუსს, თუ არ ითამაშებთ ჩვენი წესებით“ – კუბილიუსი „ქართულ ოცნებას“ მიმართავს
ყაველაშვილის განცხადებით, „რეზოლუცია სამარცხვინო და შეურაცხმყოფელია, სადაც პირდაპირ არის მოთხოვნა, რომ კუბილიუსის მონა გახდე და რასაც გიკარნახებს ისე მოიქცე“.
„ევროპარლამენტის რეზოლუცია (მანამდე მიღებულებიც), არ მერიდება და სამარცხვინო და შეურაცხმყოფელია, გულწრფელი მინდა ვიყო. კიდე ვერ წარმოუდგენია ალბათ ჩვენ საზოგადოებას, რომ ევროპარლამენტში მსგავსი რამ ხდებოდეს. ამდენი ადამიანი, 577 ადამიანი ასეთ სამარცხვინო რეზოლუციას იღებს. ამავდროულად, ვხედავთ ამ ადამიანის [სააკაშვილის] სიმულირებას. ამხელა თანხას იხდის ოჯახი იმაში, რომ ეს კამპანია აფინანსონ და არა იმაში, რომ წელიწად-ნახევარია კვდება და ვინმე მაგარი ექიმები ჩამოეყვანათ. ფულს ხარჯავენ იმაში, რაც ხდება ევროპარლამენტში. ყველა კუბილიუსია ახლა და რასთან გვაქვს საქმე. მისულია ეს პროცესი იქ, რომ პირდაპირ არის მოთხოვნა, რომ მონა გახდე კუბილიუსის, რომ კუბილიუსი რასაც გიკარნახებს ისე მოიქცე და ამის შემდეგ შეიძლება გვქონდეს შანსი, რომ გავხდეთ ევროკავშირის წევრი“, – განაცხადა ყაველაშვილმა.
„ვინც იტყვის რომ არ მოგვცემენ სტატუსს და ნუ მოგვცემენ, არის მოღალატე“ – რომან გოცირიძე