LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ვერავის მივცემთ უფლებას, რომ დაგვაშანტაჟოს, საქართველოს კონსტიტუცია დახიოს და გადაყაროს” – თალაკვაძე რეზოლუციაზე

163
არჩილ თალაკვაძე

ვერავის მივცემთ უფლებას, რომ დაგვაშანტაჟოს, საქართველოს კონსტიტუცია დახიოს და გადაყაროს, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა.

თალაკვაძე აღნიშნული განცხადებით, ევროპარლამენტის მიერ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებას გამოეხმაურა.

„ხელისუფლება იცავს საქართველოს სიმართლეს. რაც არ უნდა თქვან, როდესაც ეს ნათქვამი სიმართლისგან იქნება შორს და იქნება უსაფუძვლო, როდესაც ეს იქნება ჩვენი ეროვნული ინტერესების უგულებელყოფით გაკეთებული ასეთი ძალიან უხეში ფორმებით, როგორც თუნდაც, რეზოლუციაში არის მოწოდება, ჩვენ ყოველთვის გავცემთ პასუხს. ნამდვილად ვერავის მივცემთ უფლებას, რომ დაგვაშანტაჟოს, საქართველოს კონსტიტუცია დახიოს და გადაყაროს. ევროკავშირი იწყება შენი ქვეყნის კონსტიტუციით.

ჩვენი ქვეყნის კონსტიტუციაში წერია ევროკავშირი და შესაბამისად, არავის აქვს უფლება, არცერთ ცალკეულ ევროპარლამენტარს, რომ ჩვენი კონსტიტუცია გვერდით გადადოს და გვითხრას, რომ საქართველომ კუბილიუსის წესებით უნდა იხელმძღვანელოს. ეს არასწორია. ამ ადამიანებმა უღალატეს ევროპას. ვგულისხმობ კონკრეტულად იმ ჯგუფს, რომელმაც ეს რეზოლუცია შეიმუშავა და ვინც ევროპარლამენტის შიგნით კოორდინაცია გააკეთა“, – განაცხადა თალაკვაძემ.

ევროპარლამენტმა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო

„რეზოლუციას ჩალის ფასი აქვს” – კახა კალაძე

„ბატონო ბიძინა, თამაში დასრულებულია, სასწრაფოდ მოგიწოდებთ ევროპარლამენტის რეზოლუციის შესრულებისკენ” – ლევან ხაბეიშვილი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები