LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პაპუაშვილი: ერთადერთი, რაშიც ვეთანხმები რეზოლუციას, სააკაშვილის საქმე არის ლაკმუსის ტესტი, რათა დავინახოთ, ვინ არის საქართველოს და ვინ სააკაშვილის მეგობარი

147
შალვა-პაპუაშვილი-1

ერთადერთი, რაშიც ვეთანხმები რეზოლუციას, სააკაშვილის საქმე არის ლაკმუსის ტესტი, რათა დავინახოთ, ვინ არის საქართველოს და ვინ სააკაშვილის მეგობარი, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციის შეფასებისას განაცხადა.

„არის ევროპელი პოლიტიკოსების ჯგუფი, რომლებიც ცდილობენ ყველანაირად დააზიანონ საქართველო იმისთვის, რომ დაიხსნან სააკაშვილი. ამ რეზოლუციაში არის ძალიან ბევრი ფაქტობრივი შეცდომა. მაგალითად, საუბარი იმაზე, რომ თითქოს სააკაშვილი არის მხოლოდ უფლებამოსილების გადამეტების გამო ციხეში, არადა გელაშვილის საქმეზე მას მისჯილი აქვს ექვსი წელი, ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისთვის. ისინი საუბრობენ უფლებამოსილების გადამეტებაზე, რადგან მათი სურვილია საზოგადოებას აჩვენონ, რომ ეს შესაძლოა, პოლიტიკურად შეფუთული დანაშაულები იყოს, მაგრამ რას უშვრებიან ადამიანის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ფაქტს, რაც ჩვენ ვნახეთ და თვითონ „ნაციონალური მოძრაობაც“ არ აყენებს კითხვის ნიშნის ქვეშ ამას.

თვითონ ევროპულმა სასამართლომ არ თქვა გირგვლიანის საქმეზე, რომ სააკაშვილი პირადად იყო ჩართული, რათა აერიდებინა მძიმე სასჯელი დამნაშავეებისთვის. არის სხვა შეცდომებიც. ერთადერთი, რაშიც ვეთანხმები ამ რეზოლუციას, საუბარია იმაზე, რომ სააკაშვილის საქმე, ეს არის ლაკმუსის ტესტი. ნამდვილად არის ეს ლაკმუსის ტესტი იმისთვის, რომ დავინახოთ – ვინ არის საქართველოს მეგობარი და ვინ არის სააკაშვილის მეგობარი“, – განაცხადა პაპუაშვილმა აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემაში „თავისუფალი სივრცე“.

ევროპარლამენტმა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო

„რეზოლუციას ჩალის ფასი აქვს” – კახა კალაძე

„ბატონო ბიძინა, თამაში დასრულებულია, სასწრაფოდ მოგიწოდებთ ევროპარლამენტის რეზოლუციის შესრულებისკენ” – ლევან ხაბეიშვილი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g