LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ვინც იტყვის რომ არ მოგვცემენ სტატუსს და ნუ მოგვცემენ, არის მოღალატე“ – რომან გოცირიძე

177
რომან გოცირიძე

“რეზოლუციაში პირდაპირ არის ნათქვამი, რომ საქართველო ვერ ეღირსება ევროპულ გზას, თუ არ იქნება დემოკრატია და თუ არ შესრულდება დემოკრატიის ელემენტარული პირობები“ – განაცხადა რომან გოცირიძემ რადიო „ფორტუნას“ პირდაპირ ეთერში.

„ენმ-ს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ევროპარლამენტის მიერ მიღებული რეზოლუცია შეაფასა და თქვა, რომ დოკუმენტში სააკაშვილთან დაკავშირებით პირდაპირ არის ნათქვამი, რომ ეს არის შურისძიება.

„რეზოლუცია ძალიან მწვავეა, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით პირდაპირ საუბარია შურისძიებაზე. ადამიანი შეიძლება მოკვდეს, რაც ქვეყანაში გამოიწვევს შიდა შფოთს და სიძულვილს. ისტორიული არჩევანი უფრო მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის, თუ ივანიშვილის შურისძიება? კალაძე უკვე მეორედ იმეორებს არ უნდათ და ნუ უნდათო, მაშინ რა გვინდა? ვინც იტყვის რომ არ მიგვიღებენ და ნუ მიგვიღებენ ის არის ქვეყნის მოღალატე“ – განაცხადა რომან გოცირიძემ გადაცემაში „დღის თემა“.

შეგახსენებთ ევროპარლამენტმა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ რეზოლუცია მიიღო, რომელსაც მხარი 577-მა დეპუტატმა დაუჭირა.

დოკუმენტის თანახმად ევროპარლამენტი ხაზს უსვამს ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილის ფუნდამენტურ როლს მიხეილ სააკაშვილის პატიმრობაში, როგორც პერსონალური ვენდეტის ნაწილს. იმეორებს მოწოდებას საბჭოსა და დემოკრატიული პარტნიორების მიმართ, განიხილონ ივანიშვილის პერსონალური სანქცირება, მისი როლისთვის საქართველოს პოლიტიკური პროგრესის გაუარესებაში“.

რეზოლუციის მიხედვით, ევროპარლამენტი მიიჩნევს, რომ ისეთი პატიმრების მკურნალობა, როგორიც არის ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, ლაკმუსის ტესტია საქართველოს მთავრობისთვის ვალდებულების ევროპული ღირებულებისა და მისი გაცხადებული ევროპული მისწრაფებისთვის, მათ შორის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსისთვის.

magti 5g