მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის შესახებ ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციას ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი ეხმიანება.
როგორც ევროპარლამენტის დეპუტატი სოციალურ ქსელში წერს, მიხეილ სააკაშვილისა და ასევე სხვა პატიმრების ჯანმრთელობაზე პასუხისმგებელი საქართველოს მთავრობაა:
„მიხეილ სააკაშვილის შესახებ რეზოლუცია აბსოლუტური უმრავლესობით მიიღეს – მას 576 კოლეგა და მე ვეთანხმებით.
მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობაზე, სხვა პატიმრების მსგავსად, პასუხისმგებელი საქართველოს მთავრობაა.
ჩვენ სასწრაფოდ გვჭირდება საკითხის ჰუმანიტარული გადაწყვეტა, რაც შეიძლება მალე, რათა საქართველომ, სხვა თემებზე მოახდინოს ფოკუსირება“, – წერს ვიოლა ფონ კრამონი.
??Resolution on #Saakashvili was adopted by an overwhelming majority. 576 colleagues and I agree:
The health of @SaakashviliM, like other prisoners, is a responsibility of @GovernmentGeo.
We need an urgent humanitarian solution ASAP, so #Georgia can finally focus on other topics. pic.twitter.com/ZxIKA4ivvR— Viola von Cramon ???? (@ViolavonCramon) February 15, 2023
ცნობისათვის, ევროპარლამენტმა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ რეზოლუცია გუშინ მიიღო. მას მხარი 577-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგი იყო 33, 26-მა კი თავი შეიკავა.
რეზოლუციის მიხედვით, ევროპარლამენტი მიიჩნევს, რომ ისეთი პატიმრების მკურნალობა, როგორიც არის ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, ლაკმუსის ტესტია საქართველოს მთავრობისთვის ვალდებულების ევროპული ღირებულებისა და მისი გაცხადებული ევროპული მისწრაფებისთვის, მათ შორის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსისთვის.
ამავე თემაზე:
„ვინც იტყვის რომ არ მოგვცემენ სტატუსს და ნუ მოგვცემენ, არის მოღალატე“ – რომან გოცირიძე
„თქვენ ვერ მიიღებთ სტატუსს, თუ არ ითამაშებთ ჩვენი წესებით“ – კუბილიუსი „ქართულ ოცნებას“ მიმართავს