LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კარგია, რომ აფასებენ იმ წვლილს, რომელიც ჩემმა შვილმა შეიტანა საქართველოს ევროპასთან დაახლოებაში – გიული ალასანია ევროპარლამენტის რეზოლუციაზე

135
Untitled design (14)

ევროპარლამენტის მიერ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით მიღებულ რეზოლუციას გიული ალასანია აფასებს. ექსპრეზიდენტის დედა აცხადებს, რომ ევროპარლამენტმა მიხეილ სააკაშვილის საქართველო და ევროპის დაახლოებაში შეტანილი წვლილი დააფასა.

„კარგია, რომ აფასებენ იმ წვლილს, რომელიც ჩემმა შვილმა შეიტანა საქართველოს ევროპასთან დაახლოებაში და მოგეხსენებათ ძალიან ბევრი რამე აქვს გაკეთებული. კარგია, რომ ეს ადამიანები აფასებენ ამას.

შიდა აქტიურობაა საჭირო. კარგად დაინახეს ის სურათი, რომელიც არის ჩვენს ქვეყანაში იმიტომ, რომ ძალიან ბევრს აქტიურობენ, ჩამოდიან, კონტაქტები და ინფორმაცია აქვთ,“ – განაცხადა გიული ალასანიამ ჟურნალისტებთან საუბარში.

შეგახსენებთ, 15 თებერვალს ევროპარლამენტმა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ რეზოლუცია მიიღო.

რეზოლუციას მხარი 577-მა პარლამენტარმა დაუჭირა, 33 წინააღმდეგი წავიდა, 26-მა კი – თავი შეიკავა.

ამავე თემაზე:

„თქვენ ვერ მიიღებთ სტატუსს, თუ არ ითამაშებთ ჩვენი წესებით“ – კუბილიუსი „ქართულ ოცნებას“ მიმართავს

„ვერავის მივცემთ უფლებას, რომ დაგვაშანტაჟოს, საქართველოს კონსტიტუცია დახიოს და გადაყაროს” – თალაკვაძე რეზოლუციაზე

პაპუაშვილი: ერთადერთი, რაშიც ვეთანხმები რეზოლუციას, სააკაშვილის საქმე არის ლაკმუსის ტესტი, რათა დავინახოთ, ვინ არის საქართველოს და ვინ სააკაშვილის მეგობარი

„ვინც იტყვის რომ არ მოგვცემენ სტატუსს და ნუ მოგვცემენ, არის მოღალატე“ – რომან გოცირიძე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g