LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„არაფერი ხდება, წყნარად იყავით… თუ ჩვენი ქვეყანა გაერთიანდება, ამის შემდეგ, ბევრი რამე შეიძლება განვიხილოთ“ – ღარიბაშვილი რუსეთ-საქართველოს რკინიგზის აღდგენაზე

135
ირაკლი ღარიბაშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა რუსეთ-საქართველოს რკინიგზის აღდგენასთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ ამ მიმართულებით არაფერი ხდება და ჟურნალისტები სიცრუეს ავრცელებენ.

„ნუ ავრცელებთ ტყუილებს, არაფერი არ ხდება და წყნარად იყავით! თუ ჩვენი ქვეყანა გაერთიანდება და ეს აუცილებლად მოხდება, ამის შემდეგ, რა თქმა უნდა, ბევრი რამე შეიძლება განვიხილოთ“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

პრემიერ-მინისტრმა რუსეთთან პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენის საკითხზეც გააკეთა კომენტარი. მისი თქმით, ხელისუფლების წარმომადგენლებს არაერთხელ განუცხადებიათ, რომ რუსეთთან არც ვაჭრობის და არც ეკონომიკის შეწყვეტას არ გეგმავენ, რადგან ეს ქართველი „ხალხის ინტერესებს დააზიანებს.“

„ვფიქრობ, რომ არასწორად აკავშირებთ ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალთან, თუნდაც, ამ გადაწყვეტილებას, რომელიც ვაჭრობის გააქტიურებას, მიმოსვლას და ა.შ.. ეხება. ეს არასწორი ინტერპრეტაციაა და არასწორი დაკავშირებაა, რატომ აგიხსნით. ჩვენ არა ერთხელ გვითქვამს, რომ რუსეთთან ვაჭრობას, ეკონომიკას არ ვაჩერებთ. იმიტომ, რომ ეს ჩვენი ხალხის ინტერესებს დააზიანებს. მეორე მიმართულება არის ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაცია, რაშიც ჩვენს ხელისუფლებაზე მეტი არავის ბოლო 30 წლის განმავლობაში არ გაუკეთებია, არავის. თუ ვინმემ რამე შედეგი მოიტანა, ეს მეგობრებო „ქართულმა ოცნებამ“ მოიტანა. ასოცირება, უვიზო რეჟიმი, თქვენ რომ გადაადგილდებით 100 ევროდ თავისუფლად ევროპაში, ეს ჩვენი დამსახურებაა. ეს არის ბიძინა ივანიშვილის და მისი გუნდის, „ქართული ოცნების“ დამსახურება“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

 

„თქვენ რომ გადაადგილდებით 100 ევროდ, თავისუფლად ევროპაში, ეს ჩვენი დამსახურებაა“ – ირაკლი ღარიბაშვილი

„ევროპა საიდან გაბრწყინდა? ომები არ ჰქონდა.. ჩვენ შევინარჩუნეთ მშვიდობა, როგორ მოვახერხეთ ეს, ისწავლეთ გაკვეთილები“ – პრემიერი ჟურნალისტს

„ქვეყანა მდიდრდება… უმუშევრობა, სიღარიბე ისტორიულ მინიმუმზეა“ – ირაკლი ღარიბაშვილი 

magti 5g