„ჩვენ შევინარჩუნეთ მშვიდობა, ეს მართლაც უპრეცედენტოა, ამდენი ომებით ქვეყანა არის დაღლილი, ჩვენ გვჭირდება ამოსუნთქვა, განვითარება, მშვიდობა, ევროპა საიდან განვითარდა და გაბრწყინდა? ომები არ ჰქონდა..“, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
ჟურნალისტის კითხვაზე, რუსეთთან კავშირით მშვიდობა შესაძლებელია თუ არა, პასუხად პრემიერმა აღნიშნა:
„ჩვენმა ხელისუფლებამ მოვახერხეთ, ჩვენი სწორი, პრაგმატული პოლიტიკის გატარებით მშვიდობის შენარჩუნება და განმტკიცება, როგორ მოვახერხეთ ისწავლეთ გაკვეთილები“, – განუცხადა მთავრობის მეთაურმა ჟურნალისტებს.