„ბოლო ორი წლის განმავლობაში თითქმის 10 მილიარდი დოლარით გაიზარდა ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, რაც მისივე თქმით, მთავრობის ეროვნული პოლიტიკის შედეგია.
„ჩვენ ვცდილობთ ჩვენი ქვეყნის გადარჩენას, ეროვნული ინტერესების დაცვას. დღეს ქვეყანა მდიდრდება, ბოლო ორი წლის განმავლობაში თითქმის 10 მილიარდი დოლარით გაიზარდა ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა. უმუშევრობა, სიღარიბე ისტორიულ მინიმუმზეა, ჩვენი ქვეყნის რეზერვები ისტორიულ მაქსიმუმზეა, ქვეყანას აქვს 5 მილიარდ დოლარზე მეტი რეზერვები. გაიზარდა ხელფასები, პენსიები, სოციალური დახმარება. ეს შევძელით ჩვენი სწორი პოლიტიკის შედეგად. დღეს ბიზნესი რომ ვითარდება, ეკონომიკა რომ იზრდება, მსოფლიოში რამდენიმე ქვეყანას აქვს ჩვენნაირი ზრდა, ეს ყველაფერი თანდათანობით ჩვენი ქვეყნის მოსახლეობაზე აისახება“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.