“არაფერს არ დავთმობთ პრინციპულს, გადაწყვეტილებებს სააკაშვილი არ იღებს,” – ასე ეხმაურება ოპოზიციონერი ლიდერი ელენე ხოშტარია, მიხეილ სააკაშვილის განცხადებას, რომლის მიხედვითაც ის ოპოზიციურ პარტიებს მოუწოდებს, რომ პლებისციტს არ დათანხმდნენ.
“არაფერს არ დავთმობთ პრინციპულს, პოლიტპატიმრები გამოვლენ და ვადამდელი იქნება, დანარჩენი ტაქტიკის ამბავია, რომელიც ჩვენ კისერზე და ტყავზე გადადის. მოლაპარაკებებში გადაწყვეტილებებს მიხეილ სააკაშვილი არ იღებს,” – წერს ელენე ხოშტარია Facebook-ზე.