LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიგა ბოკერია ივანიშვილს სააკაშვილის ჯინაზე პლებიცისტის ჩატარებისკენ მოუწოდებს

87
გიგა ბოკერია

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, გიგა ბოკერია ბიძინა ივანიშვილს სააკაშვილის ჯინაზე პლებიცისტის ჩატარებისკენ მოუწოდებს და ამბობს, რომ ყოფილი პრემიერი ყველა არსებულ მოთხოვნას აუცილებლად უნდა დათანხმდეს. ბოკერიას თქმით, თუკი ეს ასე მოხდება, მას ეს გადაწყვეტილება მხოლოდ გაახარებს. 

“ახლა მთავარია, ივანიშვილმა სააკაშვილის ჯინაზე გადაწყვიტოს, რომ თანხმდება პლებისციტს, გამოუშვას პოლიტპატიმრები, მერე შეეგუოს მარცხს ჯერ პლებიცისტში და შემდეგ მარცხს არჩევნებში”. – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

„ევროპული საქართველოს“ ლიდერის თქმით, პარტიის პოზიციაა, რომ მათ სურთ ვადამდელი არჩევნები, პოლიტპატიმრების გათავისუფლება და საარჩევნო ადმინისტრაციის პაკეტი, თუმცა კომპრომისის სახით, როგორც ეს ბოკერიამ განაცხადა, ” რა თქმა უნდა, განიხილავენ პლებისციტს, სადაც ქართველ ხალხს ჰკითხავენ, სურთ თუ არა ახალი არჩევნები.”

“ბუნებრივია, ეს ყველაფერი ხდება პოლიტპატიმების – ნიკა მელიას, გიორგი რურუას გამოშვების და იმ პაკეტის მიღების ფონზე, რაც ოპოზიციას მოლაპარაკებებში შეთავაზებული აქვს, ვგულისხმობ სისტემის და ადმინისტრაციის ცვლილებებს”. – აღნიშნა ბოკერიამ.

ცნობისთვის, საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით,  პლებისციტის მოდელზე დათანხმება არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება. მისი თქმით, ქვეყანას სჭირდება არა პლებისციტი, არამედ რიგგარეშე არჩევნები.

პლებისციტის მოდელზე დათანხმება არ შეიძლება, ჩვენ იმედი გვაქვს ნიკა მელიას შეუპოვარი ხასიათის – სააკაშვილი

 

პოპულარულები