LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არ ვიზიარებ სააკაშვილის პათოსს, პლებისციტის იდეის ივანიშვილის პროექტად გამოცხადება, მიუღებელია – უგულავა

93
misha ugulava

„ევროპული საქართველოს“ ლიდერი, გიგი უგულავა არ ეთანხმება მიხეილ სააკაშვილის პათოსს, რომლის მიხედვითაც პლებისციტის იდეა ივანიშვილის პროექტია.

„ვთვლი, რომ ვიდრე მოლაპარაკებები არ დაწყებულა, მანამდე დამუნათება და მით უმეტეს პლებისციტის იდეის ივანიშვილის პროექტად გამოცხადება, აბსოლუტურად მიუღებელია, რადგან პლებისციტს აქვს ბევრი თავისი პლუსები “. – განაცხადა უგულავამ  „მთავარის“ ეთერში.

„ხვალ რომ რიგგარეშე არჩევნები ჩატარდეს, კანონის მიხედვით, რიგგარეშე არჩევნები ჩატარდება 120/30-ზე პრინციპით, ანუ 30 მაჟორიტარი, თუ რამე არის ივანიშვილის, მინდა, მიხელ სააკაშვილს შევახსენო, ეს სწორედ 30 მაჟორიტარია. საზოგადოებას კარგად ახსოვს, რომ ტოტალური ძალადობით და გაყალბებით ჩატარდა არჩევნები, ჩვენი ნაწილი შეცდომაც ასევე უნდა ვაღიაროთ. მთავარი შეცდომა წინასაარჩევნოდ ოპოზიციის იყო ის, რომ ჩვენ ვერ შევთანხმდით ერთიან მაჟორიტარზე, რადგან ივანიშვილმა თავს მოხვეული მაჟორიტარი დაგვიტოვა, ჩვენ ვალდებული ვიყავით შევჯერებულიყავით, მაგრამ ვერ შევჯერდით.

ამ კანონის მიხედვით 40%-იანი ჩამკეტი არსებობს და პლებისციტის შემთხვევაში ხელისუფლებამ თავისი პრინციპის გასატანად 50%-ზე მეტი უნდა აიღოს, მთავარი პლებისციტზე გამარჯვების შემთხვევაში ჩვენ ვიღებთ რიგგარეშე პროპორციულ არჩევნებს და სწორედ ვაძლევთ იმას, რაც ივანიშვილმა შემოგვასაღა, იმ 30 მაჟორიტარს“, – განაცხადა გიგი უგულავამ.

მისივე თქმით, 2020 წლის არჩევნების წინ ოპოზიციამ ვერ შეინარჩუნა ერთიანობა, იქ, სადაც შეინარჩუნა ერთიანობა, ტოტალური გამარჯვება მოიპოვა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები