რიკოთის უღელტეხილის საავტომობილო გზის მონაკვეთზე, დილით, უამინდობით შექმნილ პრობლემებს პარტია „საქართველოსთვის“ წევრი ბექა ლილუაშვილი ეხმიანება და ინფრასტრუქტურის მინისტრს მიმართავს.
ბექა ლილუაშვილი მინისტრს მოუწოდებს, რიკოთზე მიმდინარე სამუშაოებთან დაკავშირებით, პარლამენტში ანგარიში წარადგინოს:
„იქნებ, კეთილი ინებოს ინფრასტრუქტურის სამინისტრომ, მინისტრმა და გააკეთოს სათანადო განმარტებები რიკოთთან დაკავშირებით. გავიგეთ, წვიმების სეზონის, სამშენებლო მოედანზე გადაადგილების და სხვა არგუმენტები, მაგრამ მგონი არაფერში აღარ წერია ეს რაც ხდება!
„ჩვენ, პარლამენტიდან მივმართავთ ინფრასტრუქტურის მინისტრს, რომ წარდგეს პარლამენტის წინაშე და მოახდინოს რიკოთის მონაკვეთის შესახებ, მათ შორის, საზედამხედველო და სხვა ტექნიკური შესაბამისობის შესახებ ინფორმაციაზე ანგარიში“, – წერს ბექა ლილუაშვილი სოციალურ ქსელში.
❗იქნებ, კეთილი ინებოს ინფრასტრუქტურის სამინისტრომ, მინისტრმა და გააკეთოს სათანადო განმარტებები რიკოთთან დაკავშირებით….
Posted by ბექა ლილუაშვილი on ხუთშაბათი, 22 ივნისი, 2023
ცნობისათვის, გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, რიკოთზე პრობლემები ძლიერი წვიმის შედეგად შეიქმნა. რამდენიმე ადგილზე მიწის შვავი ჩამოვიდა, რის გამოც საავტომობილო მოძრაობა შეფერხებული იყო. გაწმენდითი სამუშაოები დილიდან აქტიურად მიმდინარეობდა.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩატარებული ინტენსიური გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, რიკოთის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა ამ დროისთვის აღდგენილია.