LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„არაფრით არ შეიძლება, რომ ერთმა მშობელმა მეორეზე ცუდი უთხრას ბავშვს, ბავშვი ინგრევა ამ დროს“ – მარინა კაჭარავა

324
marinakajarava2010

რამდენად მნიშვნელოვანია მშობლების მშვიდი თანაცხოვრება, ბავშვის ჯანსაღი ფსიქიკის ჩამოყალიბებაში. ამ თემაზე ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში ფსიქოლოგმა მარინა კაჭარავამ ისაუბრა:

პირველი ექვსი წელი ხდება პიროვნული კარკასის ჩამოყალიბება. ნდობა სამყაროსადმი ან აქვს ადამიანს, ან არ აქვს.​ ნულიდან ერთ წლამდე ხდება ამის ჩამოყალიბება. ამიტომ მნიშვნელოვანია მშობლების მშვიდობიანი თანაცხოვრება. ხდება ისე, რომ შეიძლება მშობელი წავიდეს, დაშორდნენ ერთმანეთს, მაგრამ ეს ბავშვს ძალიან ჯანსაღად უნდა მიეწოდოს. არაფრით არ შეიძლება, რომ ერთმა მშობელმა მეორეზე ცუდი უთხრას ბავშვს, იმიტომ, რომ ბავშვი ინგრევა ამ დროს.

ბავშვს მამაც პოზიტიური სჭირდება და დედაც. როდესაც ერთის ნათესავები ლანძღავენ მეორეს, მეორე მშობლის ნათესავები – პირველს, ამით ბავშვს მიწას აცლიან. დაცულობის განცდა მთლიანად მოშლილია.​ თუ ასეთი რამ მოხდება, უნდა მოხდეს ადამიანურად ახსნით. მამა საფლავიდანაც ზრდის ადამიანს, თუ მისი სწორი ხატი არის მიწოდებული მშობლისგან.“

„გაიზრდება და ბევრ რამეს მიხვდება ადამიანი, რომ მამა და დედა ჩვეულებრივი ადამიანები არიან. ბავშვისთვის მამა არის, როგორც ზრდასრული, მორწმუნე ადამიანისთვის ღმერთი, დაცულობის გარანტიაა, მისი უსაფრთხოების. ასევე დედა, რომელიც არის ზრუნვა, სითბო, სიყვარული. ეს ყველაფერი რომ ჩამოეშლება ბავშვს, ბუნებრივია, ​მას ექნება განცდა, რომ ის მარტოა, რომ ის არ არის საკმარისი, რომ ის არავის სჭირდება,“ – ამბობს მარინა კაჭარავა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g