LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„არაფრით არ შეიძლება, რომ საბედისწერო შეცდომა დავუშვათ. ჩვენ ჩვენს შვილებს ფარად უნდა დავუდგეთ“ – ნინო კასრაძე

180
Capture

„ახალი თეატრის“ წინ, მსახიობებისა და რეჟისორების საპროტესტო მანიფესტის დროს სცენაზე სიტყვით გამოვიდა მსახიობი ნინო კასრაძე.

„ანდრო ჭიჭინაძე არის სახე იმ ხალხის, იმ ახალგაზრდების, რომლებიც სისტემის ტყვეები არიან. თავისუფლება ანდრო ჭიჭინაძეს და სისტემის უკლებლივ ყველა პატიმარს..

ანდრო ჭიჭინაძე: „თქვენი მოქმედებებით ვიჯერებ, რომ სადაც არ უნდა იყო და მოხვდე, ყველგან შეგიძლია, ბედნიერი იყო“

2024 წლის 28 ნოემბერს, ირაკლი კობახიძემ გვამცნო, რომ საქართველომ შეაჩერა ევროკავშირთან მოლაპარაკების გახსნის საკითხი, ანუ ევროინტეგრაცია შეჩერებულია, – ასე დაიწყო! დღეს, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ანდრო ჭიჭინაძეზე, როდესაც ვამბობთ, თავისუფლება ანდრო ჭიჭინაძეს, ჩვენ არ ვგულისხმობთ მხოლოდ ანდროს, ეს ეხება ახალგაზრდას და უფროსს, რომელიც დღეს არის პატიმარი. ანდრო ჭიჭინაძე არის სახე იმ ხალხის, იმ ახალგაზრდების, იმ უფროსების, რომლებიც სისტემის ტყვეები არიან.

გავერთიანდეთ, ჩვენ უნდა ვიყოთ ჩვენი შილების ფარი. სოლიდარობა უნდა გამოვუცხადოთ მათაც, ვინც ჩვენსავით არ უყურებს რაღაც საკითხებს. გვმართებს დიდი სიბრძნე და არაფრით არ შეიძლება, რომ საბედისწერო შეცდომა დავუშვათ. ჩვენ ჩვენს შვილებს ფარად უნდა დავუდგეთ“, – განაცხადა ნინო კასრაძემ.

„რაც არ უნდა დააბნელოთ მთელი ქალაქი, სცენაზე შუქი აინთება და იქ ჩვენ ვიდგებით.. ახალი თეატრი დაიძვრება რეგიონებში“ – დავით დოიაშვილი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g