LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არაჯანსაღი კონკურენცია ფარმაცევტულ ბაზარზე: ვინ ლობირებს უცხოურ კომპანიას საქართველოში

ფარმაცევტული კომპანიების ნაწილი საქართველოს მთავრობას ავსტრიული კომპანიის ლობირებაში ადანაშაულებს. ”პე ეს პე ჯგუფის” დამფუძნებლის კახა ოქრიაშვილის ინფორმაციით, ”ჰუმანიტი ჯორჯია” ავსტრიაში ქართველების მიერ დაფუძნებული კომპანიაა, რომელსაც ჯანდაცვის სამინისტრო ლობირებს. მისივე ინფორმაციით, იმაზე აქცენტის გაკეთება, რომ მსხვილი კომპანიები მოგების მაღალ მარჟაზე მუშაობენ, არასწორია. ოქრიაშვილი ამავდროულად ჯანდაცვის სამინისტროსთან კომუნიკაციის პრობლემასა და არაჯანსაღ კონკურენციაზე საუბრობს.

შეგახსენებთ, რომ ”ჰუმანიტი ჯორჯია” ქართულ ბაზარზე დაბალი ფასებით შემოსვლას გეგმავს. ამ საკითხზე ფარმაცევტულ კომპანიებში ამბობენ, რომ ავსტრიული კომპანია ინდური წარმოების, იაფფასიან პრეპარატებს არეგისტრირებს.

ჯანდაცვის სამინისტროში კი ამბობენ, რომ ავსტრიულმა კომპანიამ სააგენტოში შესაბამისი დოკუმენტაცია წარადგინა და კანონის ფარგლებში 55 დასახელების ფარმაცევტული პროდუქტი დაარეგისტრირა.

რადიო ”ფორტუნა” ექსპერტებსაც დაუკავშირდა, რომლებიც ამბობენ, რომ ზოგადად, ბაზარზე ახალი კომპანიის შემოსვლა კონკურენციას გაზრდის, მით უმეტეს, თუ ის დაბალი ფასებით შემოდის. რაც შეეხება, მთავრობის მხრიდან ლობირების საკითხს, ექსპერტები ამის შესახებ ინფორმაციას არ ფლობენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g