LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არახამია: ქართველი ხალხის ტრაგედია ჩვენი ტრაგედიაცაა, ვუსამძიმრებ შოვში დაღუპულთა ოჯახებს

297
Capture

უკრაინის ფრაქცია ხალხის მსახურის თავმჯდომარე დავით არახამია განცხადებას შოვში, მეწყრის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარს უცხადებს. ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

“მინდა სამძიმარი ვუთხრა შოვის ტრაგედიაში დაღუპულთა ოჯახებს და მთელ საქართველოს. რაც არ უნდა ხდებოდეს უკრაინაში, შუაგულ ომშიც კი, ჩვენ ყოველთვის ვიფიქრებთ იმაზე, როგორ დავუდგეთ უკრაინისთვის უახლოეს ერს, ქართველებს გვერდით! ქართველი ხალხის ტრაგედია ჩვენი ტრაგედიაცაა, პირადად ჩემთვის კი – განსაკუთრებით. კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახებს და ვლოცულობთ დაკარგულთა გადარჩენისთვის”, – წერს არახამია.

შოვში გარდაცვლილთა რიცხვი 11-მდე გაიზარდა

„მინდა ჩემი ღრმა მწუხარება გამოვხატო – ასეთი სტიქიები ყველა ქვეყანაში ხდება და ყოველგვარი საუბარი, რომ ამის თავიდან არიდება შეიძლებოდა, არასერიოზულია“ – პრემიერი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g