LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მინდა ჩემი ღრმა მწუხარება გამოვხატო – ასეთი სტიქიები ყველა ქვეყანაში ხდება და ყოველგვარი საუბარი, რომ ამის თავიდან არიდება შეიძლებოდა, არასერიოზულია“ – პრემიერი

213
ირაკლი ღარიბაშვილი

პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი რაჭაში, სტიქიის შედეგად გარდაცვლილთა ოჯახებსა და ახლობლებს უსამძიმრებს.

„მინდა ჩემი ღრმა მწუხარება გამოვხატო, მივუსამძიმრო ჩვენი მოქალაქეების ოჯახებს, რომლებიც საუბედუროდ, ამ დიდი ტრაგედიის შედეგად გარდაიცვალნენ.

ირაკლი ღარიბაშვილი რაჭაში, სტიქიის ზონაში გაემგზავრა

კიდევ ერთხელ, ვიზიარებ მათ მწუხარებას. ეს არის ძალიან მძიმე ტრაგედია და რა თქმა უნდა, მთელი ერი არის გაერთიანებული ამ დიდი ტრაგედიის გარშემო“.– განაცხადა ღარიბაშვილმა.

პრემიერის გადაწყვეტილებით 7 აგვისტო გლოვის დღედ გამოცხადდა

პრემიერის გადაწყვეტილებითვე სამძებრო სამუშაოებში ჩაერთვებიან თავდაცვის ძალების წარმომადგენლები.

მისივე თქმით, ასეთი კატაკლიზმები, ტრაგედიები, სტიქიები ხდება ყველა ქვეყანაში და ყოველგვარი საუბარი, რომ ამის თავიდან არიდება შეიძლებოდა ძალიან არასერიოზულია.

შეგახსენებთ, რომ 3 აგვისტოს, კურორტ შოვში, მათ შორის სასტუმრო „სანსეტ შოვთან“ მეწყერი ჩამოწვა.

ადიდებულმა მდინარემ სამანქანო ხიდი წაიღო. მოსახლეობის დასახმარებლად ადგილზე ჩაფრინდა სასაზღვრო პოლიციის 2 სამაშველო ვერტმფრენი.

გზების გაწმენდის სამუშაოები ღამით დასრულდა და დღეს დილიდან განახლდა. სტიქიის ზონაში დაკარგულ ადამიანებს მაშველები ისევ ინტენსიურად ეძებენ. გარდაცვლილთა რიცხვი 7-მდე გაიზარდა.

EU-ის დელეგაცია საქართველოში: ვუსამძიმრებთ შოვში გამანადგურებელი მეწყრის შედეგად ტრაგიკულად დაღუპულთა ოჯახებსა და მეგობრებს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g