LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შოვში გარდაცვლილთა რიცხვი 11-მდე გაიზარდა

221
ზურაბ ცერცვაძის ფოტოა და მიაწერეთ, თორემ გვიჩივლებს!

შოვში გარდაცვლილთა რიცხვი 11-მდე გაიზარდა – ინფორმაცია რამდენიმე წუთის წინ ჯანდაცვის მინისტრმა დაადასტურა.

ცნობისთვის, შოვში, მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. სტიქიის ზონიდან, ამ დროისთვის, 210 ადამიანია გამოყვანილი.

პრემიერის გადაწყვეტილებით 7 აგვისტო გლოვის დღედ გამოცხადდა

პრემიერის გადაწყვეტილებითვე სამძებრო სამუშაოებში ჩაერთვებიან თავდაცვის ძალების წარმომადგენლები.

შეგახსენებთ, რომ 3 აგვისტოს, კურორტ შოვში, მათ შორის სასტუმრო „Sunset Shovi“-თან მეწყერი ჩამოწვა.

ადიდებულმა მდინარემ სამანქანო ხიდი წაიღო. მოსახლეობის დასახმარებლად ადგილზე ჩაფრინდა სასაზღვრო პოლიციის 2 სამაშველო ვერტმფრენი.

„მინდა ჩემი ღრმა მწუხარება გამოვხატო – ასეთი სტიქიები ყველა ქვეყანაში ხდება და ყოველგვარი საუბარი, რომ ამის თავიდან არიდება შეიძლებოდა, არასერიოზულია“ – პრემიერი

გზების გაწმენდის სამუშაოები ღამით დასრულდა და დღეს დილიდან განახლდა. სტიქიის ზონაში დაკარგულ ადამიანებს მაშველები ისევ ინტენსიურად ეძებენ.

ომბუდსმენი რაჭის სტიქიაზე: „კრიზისულ ვითარებაში საჭირო ტექნიკის ნაკლებობა კვლავ თვალსაჩინო გახდა“

ფოტო: ზურაბ ცერცვაძე
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g