LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არახამია: „საქართველოს მომავალი ევროკავშირშია, უკრაინასა და მოლდოვასთან ერთად“

129
დავით არახამია

უკრაინის მმართველი პარტია „ხალხის მსახურის“ ფრაქციის თავმჯდომარე, დავით არახამია ქართველ ხალხს, კანდიდატის სტატუსის მისაღებად დადებითი რეკომენდაციის მიღებას ულოცავს.

ევროკომისიამ რეკომენდაცია გასცა საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიენიჭოს

როგორც არახამია აღნიშნავს, საქართველოს მომავალი ევროკავშირშია.

„მე დღეს მივულოცე უკრაინის და მოლდოვის პრეზიდენტს.. მთხოვეს, გადამეცა ქართველი ხალხისთვის მათი მოლოცვა და მათი დიდი სიყვარული“ – სალომე ზურაბიშვილი

„ვულოცავ საქართველოს მოქალაქეებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე მიღებულ დადებით რეკომენდაციას. ეს ისტორიული შედეგი ქართველი ხალხის ურყევი ნებისა და თავისუფლებისთვის მუდმივი ბრძოლის დამსახურებაა.

საქართველოს მომავალი ევროკავშირშია, უკრაინასა და მოლდოვასთან ერთად“, – წერს დავით არახამია სოციალურ ქსელში.

 

ვულოცავ საქართველოს მოქალაქეებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე მიღებულ დადებით რეკომენდაციას. ეს ისტორიული შედეგი…

Posted by David Arakhamia-დავით არახამია on ოთხშაბათი, 08 ნოემბერი, 2023

 

ცნობისათვის, ევროკომისიამ რეკომენდაცია გასცა, საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიენიჭოს. ევროკომისიის პრეზიდენტის თქმით, საქართველომ უნდა მიიღოს კანდიდატის სტატუსი, რადგან საამისოდ ნაბიჯები ნამდვილად გადაიდგა. საბოლოო გადაწყვეტილება კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით ევროკავშირის 27 წევრმა სახელმწიფომ, ერთიანი გადაწყვეტილებით, დეკემბერში უნდა მიიღოს.

ამავე თემაზე:

„ქართველმა ხალხმა პირველი რაუნდი მოუგო რუს ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილს“ – რა გამოხმაურება მოჰყვა ევროკომისიის დადებით რეკომენდაციას ოპოზიციაში

პრეზიდენტი: „ქართველ ხალხთან ერთად მიხარია და მივესალმები ევროკომისიის პოზიტიურ რეკომენდაციას საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ“

„სტატუსი გვაძლევს ბევრ სიკეთეს, მათ შორის ფულს.. ვცდებოდით, როცა ვამბობდით, რომ „ოცნებას“ სტატუსი არ უნდა – ძალიანაც უნდა, ოღონდ რეკომენდაციების შესრულების გარეშე“ – რომან გოცირიძე

mazda magti 5g