“თუკი რაღაცას ფეთქებადსაშიშს აშენებ, ადრე თუ გვიან, ის აფეთქდება, – ამის შესახებ უკრაინის რადას ფრაქცია „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარე, დავით არახამია „ტელეგრამში“ წერს და ყირიმის ხიდზე მომხდარ აფეთქებას ეხმაურება.
“რუსული უკანონო მშენებლობები იწყებს ნგრევას და ცეცხლში გახვევას. მიზეზი მარტივია: თუკი რაღაცას ფეთქებადსაშიშს აშენებ, ადრე თუ გვიან, ის აფეთქდება…
ეს მხოლოდ დასაწყისია. საიმედო მშენებლობა არ არის ის, რითაც რუსეთი განსაკუთრებით ცნობილია“, – აცხადებს არახამია.
პოდოლიაკი ყირიმის ხიდზე: „ყირიმი, ხიდი, დასაწყისი – ყველაფერი უკანონო უნდა განადგურდეს”
უკრაინული მედია: ყირიმის ხიდის აფეთქების უკან უკრაინის უსაფრთხოების სამსახური დგას