LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პოდოლიაკი ყირიმის ხიდზე: „ყირიმი, ხიდი, დასაწყისი – ყველაფერი უკანონო უნდა განადგურდეს”

50
9]0

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი ყირიმის ხიდზე მომხდარ აფეთქებას ეხმაურება.

როგორც პოდოლიაკი წერს, ყველაფერი უკანონო უნდა განადგურდეს.

„ყირიმი, ხიდი, დასაწყისი – ყველაფერი უკანონო უნდა განადგურდეს, ყველაფერი მოპარული უნდა დაუბრუნდეს უკრაინას, ყველაფერი, რაც რუსეთის მიერაა ოკუპირებული, უნდა განიდევნოს“, – წერს პოდოლიაკი „ტვიტერზე“.

შეგახსენებთ, დღეს დილით ყირიმის ხიდზე სატვირთო ავტომობილი აფეთქდა, რის შედეგადაც საწვავის ავზებს ცეცხლი გაუჩნდა და ხიდზე ძლიერი ხანძარი გაჩნდა.

წინასწარი ინფორმაციით, შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია.

ცნობისთვის, ყირიმის, ანუ ქერჩის ხიდი ორი პარალელური ნაწილისგან, საავტომობილო და სარკინიგზო ნაწილისგან შედგება და ის რუსეთს ოკუპირებულ ყირიმთან აკავშირებს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები