“გაყალბებულ პარლამენტებში ფრაქციებს არ ქმნიან, არ შედიან საერთოდ”, – ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმდჯომარემ განაცხადა, მისი თქმით ფრაქციის შექმნით პარლამენტის სრული ლეგიტიმაცია იქნა აღიარებული.
განცხადება ანრი ოხანაშვილმა მას შემდეგ გააკეთა, რაც პარლამენტში კიდევ ერთმა ფრაქციამ დაიწყო ფუნციონირება, – “ლელო – პარტნიორობა საქართველოსთვის”
მიუხედავად იმისა, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში ოპოზიციას სუბიექტური, ვიწროპარტიული ინტერესები ჰქონდა, რომ არ ეღიარებინათ არჩევნები, მათ მოუწიათ ამის გაკეთება მაშინ, როცა შემოვიდნენ პარლამენტში, როცა ხელი მოაწერეს შეთანხმებას და ეს დასტურდება დღევანდელი გადაწყვეტილებით, როცა კონკრეტულმა ჯგუფმა შექმნა ფრაქცია. გაყალბებულ და არალეგიტიმურ პარლამენტებში ფრაქციებს არ ქმნიან, არ შედიან საერთოდ. დღეს პრაქტიკულად, ირიბად, მაგრამ მთლიანობაში რეალურად ფრაქციის შექმნით, აღიარებული იქნა საქართველოს პარლამენტის სრული ლეგიტიმაცია”, – განაცხადა ოხანაშვილმა.
გარდა “ლელოს” წევრებისა, ფრაქციაში იქნებიან დეპუტატები: სალომე სამადაშავილი, არმაზ ახვლედიანი და შალვა შავგულიძე.