LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ანრი ოხანაშვილი – რადიკალური ოპოზიცია რომ ვინმეს ჰალუცინაციაზე იტყვის რამეს, ელანდებოდათ, რომ სააკაშვილი კვდებოდა და წამების მსხვერპლი იყო

126
Capture

რადიკალური ოპოზიცია რომ ვინმეს ჰალუცინაციაზე იტყვის რამეს – რამდენიმე თვე ელანდებოდათ, რომ სააკაშვილი კვდებოდა და წამების მსხვერპლი იყო ,- ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც პრემიერ-მინისტრის „ფეისბუქზე“ გავრცელებულ განცხადებას გამოეხმაურა.

„სტრასბურგის სასამართლომ ამხილა, რომ ყველა ეს განცხადება და საპროტესტო ნოტა, რომელიც ევროკავშირისგან მივიღეთ, აბსურდი იყო. ვინ იყო ჰალუცინაციის რეჟიმში, ეს რადიკალური ოპოზიცია თუ ის, რასაც ახლა კადრულობენ? სააკაშვილი იყო წამების მსხვერპლი და კვდებოდა – ნორმალური იყო რა პროცესშიც ამყოფებდნენ იუსტიციის სამინისტროს, სამინისტროს თანამშრომლებს, რომ თურმე არაადამიანურ მოპყრობას და წამებას ჰქონდა ადგილი? ბოდიში ვინმე მოიხადა, როდესაც სტრასბურგის სასამართლომ თქვა, რომ გადაყვანის არავითარი სამართლებრივი საფუძველი არ იყო და მითუმეტეს რაიმე ტიპის არაადამიანური მოპყრობის? მოიხადა ვინმემ ბოდიში? როგორ შეიძლება თვალში ნაცარი შეაყარო შენს ქვეყანას და ხალხს?”,- განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები