LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არალეგიტიმურ პარლამენტში “ნაციონალური მოძრაობა”, რა თქმა უნდა, არ უნდა შევიდეს – ბარამიძე

53
გია 44

“ნაციონალური მოძრაობის” წევრმა გიორგი ბარამიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ  არალეგიტიმურ პარლამენტში “ნაციონალური მოძრაობა” არ უნდა შევიდეს.

მან ასევე დაადასტურა, რომ პარლამენტში შესვლა-არშესვლასთან დაკავშირებით პარტიაში დისკუსია მიმდინარეობს.

“რა თქმა უნდა, ჩვენ არ უნდა შევიდეთ იმ პარლამენტში, რომელიც არალეგიტიმურია, რადგან 2020 წლის არჩევნების დასრულების შემდეგ არალეგიტიმური იყო, ჩვენ ეს ყველა პარტიამ ვთქვით. მთელი 6 თვის განმავლობაში არალეგიტიმური იყო და იმის გამო, რომ რამდენიმე მცირე პარტია, ზოგიერთი მათგანი შეიძლება საპატივცემულო იყოს, მაგრამ მცდარად შევიდა ამ პარლამენტში რაღაც იმედებით, თუ რაღაც სუბიექტური მოსაზრებებით, ამით ეს პარლამენტი ლეგიტიმური ნამდვილად ვერ გახდება.

მეტიც, “ნაციონალური მოძრაობაც” რომ შევიდეს ლეგიტიმური მაინც ვერ გახდება, რადგან ლეგიტიმაცია დამოკიდებული არ არის მრავალპარტიულობა-ერთპარტიულობაზე. ლეგიტიმაცია მოდის ხალხის ნებიდან, ხალხის ნების გამომხატველი ეს პარლამენტი არ არის! ხალხის ნებიდან გამომდინარე უმრავლესობაში “ქართული ოცნება” არ უნდა იყოს.”ქართული ოცნება” უნდა იყოს უმცირესობაში, ხოლო უმრავლესობაში უნდა იყოს სხვა დანარჩენი პარტიები, რა თქმა უნდა, თუ შეძლებდნენ ამ უმრავლესობის ჩამოყალიბებას.

2020 წლის არჩევნებზე, 2012-2016 წლების არჩევნებისგან განსხვავებით, სადაც ასევე იყო დარღვევები და მანდატები მიტაცებული, ფუნდამენტურად შეიცვალა როლები და ფუნდამენტურად გადასხვაფერდა არჩევნების შედეგი, ამიტომ, რადგან ხელისუფლებას აქვს უზურპირებული ეს უმრავლესობა, აქედან გამომდინარე, ეს პარლამენტი ხალხის ნებას არ გამოხატავს, ესე იგი, არალეგიტიმურია, ამიტომ არალეგიტიმურ პარლამენტში “ნაციონალური მოძრაობა” არ უნდა შევიდეს”, – აცხადებს ბარამიძე.

შეგახსენებთ, „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია. ნიკა მელიას ციხიდან გამოსვლის შემდეგ პარტიაში ამ საკითხზე კონსულტაციები მიმდინარეობს.

მელია ადასტურებს იმასაც, რომ ამ თემაზე გუნდში აზრთა სხვადასხვაობაა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები