კანიე უესტს ახლა ძალიან რთული პერიოდი აქვს. „ბალენსიაგასთან“ კონტრაქტის გაწყვეტის შემდეგ, ჰიპ-ჰოპ არტისტთან, კანიე უესტთან თანამშრომლობა „ადიდასმაც“ შეწყვიტა. უესტს ბიზნესპარტნიორებთან კავშირის გაწყვეტა, მილიარდერის სტატუსის დაკარგვად დაუჯდა. ყოველივე ამის ფონზე ეპატაჟურმა ჰიპ-ჰოპ არტისტმა ტვიტერზე პოსტი გაავრცელა. უესტმა 30 დღით სექსზე, ალკოჰოლსა და ადამიანებთან საუბარზე უარი თქვა.
„საუბრისგან თავის შეკავება, არანაირი ალკოჰოლი, არანაირი ფილმები უფროსებისთვის, არანაირი სქესობრივი აქტები“, – წერს კანიე უესტი.
„ადიდასთან“ პარტნიორობის გაწყვეტის შემდეგ, კანიე უესტმა მილიარდერის სტატუსი დაკარგა
მხარდაჭერა ყოფილ სიძეს – კეიტლინ ჯენერი კანიე უესტის სპორტული ფეხსაცმლით Yeezy სეირნობს
I’m not talking to nooobody for a month pic.twitter.com/g1JYFmCGEo
— ye (@kanyewest) November 3, 2022