კომპანია “თბილისის მიკროავტობუსი” განცხადებას ავრცელებს და აცხადებს, რომ მათ ელექტრონულ ფოსტაზე კიბერთავდასხმა განხორციელდა. მათი ცნობით, დღეს დილით ჟურნალისტებს კომპანიის ფოსტიდან ცრუ ინფორმაცია გაეგზვნათ.
“დღეს დილით კომპანია “თბილისის მიკროავტობუსის” ფოსტაზე განხორციელდა კიბერთავდასხმა და მოხდა ელექტრონულ ფოსტაში გარედან შეღწევა, რის საფუძველზეც რამდენიმე მედიასაშუალებას დაეგზავნა ცრუ ინფორმაცია. “თბილისის მიკროავტობუსის” კომპიუტერული უზრუნველყოფის დეპარტამენტი მუშაობს აღნიშნული პრობლემის აღმოფხვრაზე და მომხდარის შესახებ კომპანია შეატყობინებს შინაგან საქმეთა სამინისტროს”, – აღნიშნულია განცხადებაში.
შეგახსენებთ, დღეს დილით კომპანიამ კახეთის გზატკეცილზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შესახებ გაავრცელა ინფორმაცია.