LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უკრაინის სახელმწიფო კომპანია „ენერგოატომზე“ მასშტაბური კიბერთავდასხმა განხორციელდა – მედია

53
energiatomii

უკრაინის სახელმწიფო კომპანია „ენერგოატომზე“ მასშტაბური ჰაკერული თავდასხმა განხორციელდა. ინფორმაციას უკრაინული მედია კომპანიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

„დღეს, 2022 წლის 16 აგვისტოს, რუსეთის შემოჭრის შემდეგ ყველაზე ძლიერი ჰაკერული თავდასხმა განხორციელდა „ენერგოატომზე“. მასზე თავდასხმა რუსეთის ტერიტორიიდან განხორციელდა“, – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, ჰაკერული თავდასხმის შედეგად „ენერგოატომის“ ვებგვერდის მუშაობა არ შეფერხებულა და მომხმარებლისთვის ის შეუმჩნეველი დარჩა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები