LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არანაირი მეორე ტური არ იქნება, დასაკარგი დრო “ნაციონალურ მოძრაობას” არ აქვს – ლევან ხაბეიშვილი

148
247561_video

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობის ერთ-ერთი კანდიდატმა, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა, რომ 28 იანვრის 18:00 საათისთვის შიდაპარტიულ არჩევნებში რეგისტრირებული ამომრჩევლების 51%-მა დააფიქსირა არჩევანი.

“ამ დროისთვის, 51%-ზე მეტმა რეგისტრირებულმა მისი ხმა დააფიქსირა უკვე. მე მინდა ვუთხრა საზოგადოებას, რომ არანაირი მეორე ტურები “ნაციონალურ მოძრაობაში” არ იქნება, არანაირი დასაკარგი დრო “ნაციონალურ მოძრაობას” არ აქვს, ისედაც ბევრი დავკარგეთ ჩვენდა სამწუხაროდ, მათ შორის ნოემბრიდან მოყოლებული სამი თვის განმავლობაში, კარგი იქნებოდა, რომ უფრო სწრაფად დაგვემთავრებინა ეს პროცესი. მაგრამ ახლა მე მინდა დარჩენილ 49%-ს მოვუწოდო, მიიღეთ მონაწილეობა და გახდით ცვლილებების თანამონაწილე,” – აცხადებს ლევან ხაბეიშვილი.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის არჩევნები 28 იანვარს, 10:00 საათზე დაიწყო. ხმის მიცემა 30 იანვრის 10:00 საათამდე გაგრძელდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g