LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არანაირი საფრთხე არ არსებობს, თუ არ იქნება პანიკური შესყიდვები – ივა ჭყონია სასურსათო მარაგებზე

104
ipiccy_image (84)

მომხმარებლებს შეგვიძლია ვუთხრათ, რომ მშვიდად იყვნენ. არანაირი საფრთხე არ არსებობს, რა თქმა უნდა, თუ არ იქნება პანიკური შესყიდვები, – ამის შესახებ „ბიზნესპარტნიორთან“ დისტრიბუტორთა ასოციაციის ხელმძღვანელი ივა ჭყონია აცხადებს.

ის ამბობს, რომ საქართველოში სურსათის მარაგების პრობლემა არ არის და ის არც შეიქმნება, თუ მომხმარებლები პანიკურ შესყიდვებს არ განახორციელებენ.

„თან პანიკური შესყიდვები როგორ პროდუქტზე? ყველაფერი რომ გაწყდეს, შაქრის დეფიციტი მაინც არ იქნება იმიტომ, რომ არ ვართ დამოკიდებული არც რუსეთისა და არც უკრაინის ბაზარზე“, – განაცხადა ჭყონიამ „ბიზნესპარტნიორთან“.

ის, რომ სურსათის მარაგებთან დაკავშირებით პრობლემა არ არსებობს, რამდენიმე დღის წინ დაადასტურა სოფლის მეურნეობის მინისტრმაც. „ჩვენ ყოველდღიური კომუნიკაცია გვაქვს იმპორტიორებთან. ვიხილეთ გარკვეული აჟიოტაჟი შაქართან დაკავშირებით, რაც გამოწვეული იყო იმით, რომ მოსახლეობის ნაწილმა აბსოლუტურად არასაჭიროდ განახორციელა შესყიდვები მარაგების შექმნის მიზნით. ეს პროცესი მიმდინარეობს, ისე რომ შეფერხება არ არის. შემოდის პროდუქტები ქვეყანაში, როგორც შაქარი, ასევე სხვა პროდუქტები. მით უმეტეს, რომ შაქარი არ შემოგვაქვს ჩვენ არც უკრაინიდან და არც რუსეთიდან, შესაბამისად, ამ აჟიოტაჟს საფუძველია არ ჰქონდა. არც სხვა პროდუქტებთან მიმართებაში არ ველოდებით რაიმე შეფერხებებს. ჯერჯერობით, ქვეყანაში არსებობს შესაბამისი მარაგები როგორც ხორბლის, ასევე ფქვილის. ვთანამშრომლობთ ჩვენს კერძო სექტორთან, იმპორტიორებთან და საჭიროების შემთხვევაში, ჩვენ მზად ვართ, რომ მათ მხარი დავუჭიროთ შესაბამის ბაზრების მოძიების პროცესში. დღესდღეობით ამ მიმართულებით, ჩვენ ვერანაირ რისკებს ვერ ვხედავთ და პროდუქციის მომარაგების კუთხით, ყველაფერი არის წესრიგში “, – აღნიშნა ოთარ შამუგიამ 21 მარტს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g