LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არაპროფესიონალიზმი: „გირჩი“ თვითმმართველობის არჩევნებს გამოეთიშა

88

პოლიტიკური ცენტრი „გირჩი“ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს გამოეთიშა. გადაწყვეტილება ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ მიიღო, სადაც გირჩის მიერ რეგისტრაციისთვის აუცილებელი პირობა შეუსრულებლად მიიჩნიეს. კომისიაში განაცხადეს, რომ წარდგენილი 27 990 ხელმოწერიდან, კანონის დაცვით შევსებული მხოლოდ 13 ხელმოწერა იყო. შესაბამისად, დანარჩენი ბლანკები ბათილად ცნეს.

გადაწყვეტილებას უკვე გამოეხმაურნენ გირჩის ლიდერები. მათ კომისიის წევრები არაპროფესიონალიზმში დაადანაშაულეს და ხელმოწერების გაბათილება გააპროტესტეს.

„ეს პროცედურა იმისთვის გავიარეთ, რომ საქართველოს მოქალაქეებისთვის გვეჩვენებინა, თუ როგორი სიყალბით არიან პოლიტიკური პარტიები დაკავებული. ასევე, ვცადეთ გვეჩვენებინა, თუ რამდენად იდიოტურია სახელმწიფო რეგულაციები, რომლებიც პარტიას ასეთი ხელმოწერების წარდგენას ავალდებულებს“, – განაცხადა „გირჩის“ თავმჯდომარემ ზურაბ ჯაფარიძემ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები