LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არარაობებსა და კრიმინალებზე დრო არ უნდა დავხარჯოთ – თორნიკე რიჟვაძე ხელვაჩაურის საკრებულოს ფრაქცია „ნაცმოძრაობაში“ არსებულ ვითარებაზე

52
riJvaZe

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ „ერთიანი ნაციონალურ მოძრაობის“ წევრებს შორის დაპირისპირებაზე საუბრისას განაცხადა, რომ „არარაოებებსა და კრიმინალებზე დრო არ უნდა დავხარჯოთ“.

მისი თქმით, ფუნდამენტური კითხვაა  „ვინ იქნება შემდეგი“.

„ამ არარაობებსა და კრიმინალებზე დრო არ უნდა დავხარჯოთ, თუმცა ფუნდამენტური კითხვაა ვინ იქნება შემდეგი“, – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

შეგახსენებთ, რომ ხელვაჩაურის საკრებულოში ფრაქცია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე მალხაზ თავდგირიძემ პარტია და ფრაქციის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, მის მიმართ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” აჭარის ორგანიზაციის ლიდერების მხრიდან შანტაჟი ხორციელდება. მისი თქმით, შანტაჟის გამო, სამართალდამცავ ორგანოებს უკვე მიმართა.

სპეციალური საგამოძიებო სამსახური ატარებს ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებას ობიექტური გამოძიების უზრუნველსაყოფად.საზოგადოებას შევახსენებთ, რომ 2022 წლის 1 მარტიდან გაზრდილი საგამოძიებო უფლებამოსილებით, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ქვემდებარეობას ასევე მიეკუთვნება ადამიანის პირადი ცხოვრების საიდუმლოებისა და კერძო კომუნიკაციის უკანონო ხელყოფის ფაქტების გამოძიება”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

მალხაზ თავდგირიძე არ გამორიცხავს, რომ „ნაციონალურ მოძრაობა“ სხვა წევრებმაც დატოვონ.

„ჩემი პირადი მიმოწერები და სატელეფონო საუბრები გადასცეს მესამე პირებს. მიმდინარეობდა ჩემი შანტაჟი, რის შესახებაც სამართალდამცველებს უკვე მივმართე და წარვუდგინე შესაბამისი მტკიცებულებები.

„მე ვერ ვიქნები პარტიაში, რომელსაც საქართველოდან გაქცეული დავით კეზერაშვილი აფინანსებს“, – განაცხადა თავდგირიძემ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g