LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არასამთავრობოები სექს-სკანდალში გახვეული პაპუნა უგრეხელიძის გადადგომას ითხოვენ

107

არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელის, პაპუნა უგრეხელიძის, თანამდებობიდან გადადგომას ითხოვს.

„ქალთა მოძრაობის“ წევრის, იდა ბახტურიძის, განცხადებით,  სახალხო დამცველის დასკვნა ცნობილი იყო მაღალჩინოსნების და მათ შორის პრემიერ-მინისტრისთვის, თუმცა, ის რეაგირების გარეშე დარჩა.

“სახალხო დამცველის დასკვნა თვეების წინ იყო ცნობილი სამინისტროსთვის და რამდენადაც ჩვენ ვიცით, არამხოლოდ მინისტრისთვის, არამედ პრემიერ-მინისტრისთვის და სხვა მაღალი თანამდებობის პირებისთვის. ეს დასკვნა თვეებით ადრე იყო გადაგზავნილი კონკრეტულ უწყებებში, მაგრამ რეაგირება არ დამდგარა. ეს დასკვნა უნდა გამხდარიყო, მინიმუმ, იმის საფუძველი, რომ ამ ადამიანისთვის შეეწყვიტათ უფლებამოსილება და, თუკი ვინმეს სახალხო დამცველის დასკვნაში ეჭვი ეპარებოდა, გადაემოწმებინა სხვა მექანიზმებით. ჩვენ მოვითხოვთ რეაგირებას და მინიმუმ ვაყენებთ საკითხს, რომ შეუწყდეს უფლებამოსილება,“  – განაცხადა იდა ბახტურიძემ.

ჟურნალისტი ნინია კაკაბაძე მიიჩნევს, რომ იუსტიციის მინისტრი, თეა წულუკიანი, მის თანამშრომელს ხელს აფარებს.

“საქმე არის ერთ-ერთი ყველაზე რეზონანსული. სიტყვას გაძლევთ, ამას რეაგირება აუცილებლად მოჰყვება და ის აგებს პასუხს. ცხადია, სამწუხაროდ, საქმე გვაქვს ფასადურ ქალთა უფლებების დაცვასთან, ვგულისხმობ თეა წულუკიანის მხრიდან, რომელიც თითქოსდა გამოირჩევა ქალთა უფლებების დაცვით, მაგრამ შემთხვევაში ხელს აფარებს მის თანამშრომელს,“  – განაცხადა ნინია კაკაბაძემ.

პაპუნა უგრეხელიძეს სექსუალურ ძალადობაში ყოფილი თანამშრომელი ადანაშაულებს. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარეს ბრალდებებზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g