LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„არასდროს არ მეშლება! ის კაშკაშა ვარსკლავია“ – სოფო ბათილაშვილის ნამღერი „ვოისის“ გლობალურ ვიდეოში მოხვდა

1929
კლიჩკო კიევიდან ევაკუაციაზე

ცნობილი მუსიკალური პროდიუსერი, მარინა ბერიძე მომღერალ სოფო ბათილაშვილის მხარდამჭერ პოსტს ავრცელებს სოციალურ ქსელში და წერს, რომ ის „კაშკაშა ვარსკლავია“.

სოფო ბათილაშვილმა 12 იანვარს, „პირველი არხის“ ეთერში „ვოისის“ პირველ ლაივში Stairway to heaven  შესანიშნავად შეასრულა, თუმცა სამწუხაროდ, მაყურებლისგან ხმათა საკმარისი რაოდენობა ვერ მიიღო, მისმა მენტორმა, სოფო ტოროშელიძემ კი გუნდიდან სხვა წევრი, ლიკა სირაძე გადაარჩინა.

„მე იმ ქვეყნის გამკვირვებია, სადაც შენ ხმის ლიდერი არ ხარ“ – შესრულება, რომლის შემდეგაც სოფო ბათილაშვილი „ვოისს“ გამოეთიშა

„არასდროს არ მეშლება!! ის კაშკაშა ვარსკლავია

სოფო, მიყვარხარ“, – წერს მარინა ბერიძე და პოსტს ურთავს Youtube არხზე გამოქვეყნებულ ვიდეოს, რომელშიც კვირის განმავლობაში სხვადასხვა ქვეყნიდან „ვოისის“ საუკეთესო შემსრულებლები გამოავლინეს, მათ შორის საქართველოდან სოფო ბათილაშვილის სიმღერა მოხვდა.

 

 

!!!!!!!!!არასდროს არ მეშლება!!!!!!ის კაშკაშა ვარსკლავია?????სოფო???მიყვარხარ??????

Posted by Marina Beridze on Friday, 13 January 2023

 

 

12 იანვარს „ვოისის“ პირველი ლაივში სოფო ტოროშელიძის და სტეფანეს გუნდის წევრები გამოდიოდნენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები