რუსმა დიპლომატმა, გაეროში რუსეთის მისიის ხელმძღვანელმა ბორის ბონდარევმა თანამდებობა დატოვა.
დიპლომატის განცხადებით, გადადგომის მიზეზი რუსეთის მიერ უკრაინაში წამოწყებული დანაშაულებრივი ომია.
41 წლის დიპლომატმა თანამდებობის დატოვების შესახებ ოფიციალურად დღეს დაადასტურა, მანამდე კი კოლეგებს წერილი გაუგზავნა:
“ჩემი დიპლომატიური კარიერის ოცი წლის განმავლობაში, მე მინახავს ჩვენი საგარეო პოლიტიკის სხვადასხვა მონაცვლეობა, მაგრამ არასდროს შემრცხვენია ჩემი ქვეყნის ისე, როგორც ამ წლის 24 თებერვალს”, – წერს დიპლომატი.
ოფიციალური პირების განცხადებით, რუსმა მაღალჩინოსანმა თანამდებობა დატოვა უკრაინაში სისხლიანი, უაზრო და აბსოლუტურად უაზრო” ომის გამო. მან გააკრიტიკა კრემლის ფიგურები, რომლებსაც სურთ “სამუდამოდ დარჩნენ ხელისუფლებაში”.
განმარტებით წერილში ბონდარევი ასევე აღნიშნავს, რომ პუტინის მიერ წამოწყებული ომი იყო დანაშაული უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ, რომელიც დაანგრევს რუსეთის ეკონომიკას, ისევე როგორც ყველა იმედს და პერსპექტივას “აყვავებული, თავისუფალი რუსული საზოგადოებისთვის”.