საზოგადოებრივ ტრანსპორტში, არასრულწლოვანი შვილების თვალწინ მოკლული ქალის დედის მდგომარეობა სტაბილურია.
ამ დრომდე სოფო კვარაცხელიას დედა ჰოსპიტალში რჩება. მედიკოსები მის მდგომარეობას სტაბილურად აფასებენ, თუმცა მისი გაწერა ჯერ არ იგეგმება.
ახლა მას დამატებით კვლევები უტარდება.
“პაციენტის მდგომარეობა შედარებით სტაბილურია, უტარდება გამოკვლევა და მიმდინარეობს მკურნალობა. – აცხადებს ექიმი.
ექიმის თქმით, კონფიდენციალურობის მიზეზიდან გამომდინარე, პაციენტის შესახებ დამატებითი დეტალების გასაჯაროებას კლინიკა არ აპირებს.
ავტობუსში მეუღლის მკვლელობის ფაქტზე დაკავებულის სასჯელზე სასამართლო დღეს იმსჯელებს