LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არასრულწლოვანზე სექსუალური ძალადობისთვის პირს 15 წლით პატიმრობა მიესაჯა

118
1

თოთხმეტ წელს მიუღწეველი პირის მიმართ ძალადობის მუქარით, სექსუალური ხასიათის ქმედების ჩადენის ფაქტზე ბრალდებული სასამართლომ დამნაშავედ ცნო და 15 წლით პატიმრობა მიუსაჯა.

პროკურატურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ახალციხის რაიონულმა სასამართლომ პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები სრულად გაიზიარა.

“ბრალდების მხარის მიერ სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ო.ნ.-მ ძალადობის მუქარით და დაზარალებულის უმწეობის გამოყენებით, არასრულწლოვნის მიმართ რამდენჯერმე განახორციელა სექსუალური ხასიათის ქმედებები.

ახალციხის რაიონულმა სასამართლომ დაკავებული დამნაშავედ ცნო სისხლის სამართლის კოდექსის 138-ემუხლის მე-4 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით (სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედება ჩადენილი ძალადობის მუქარით და დაზარალებულის უმწეობის გამოყენებით) (სამი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად 15 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა”, – აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

როგორც პროკურატურაში აცხადებენ, უწყება მსგავსი კატეგორიის საქმეებზე უმკაცრეს სისხლის სამართლის პოლიტიკას ახორციელებს, რასაც მომავალშიც გააგრძელებს.

magti 5g