მოზარდების მავნე ზეგავლენისგან დასაცავად და საფრთხის შემცირების მიზნით, კომუნიკაციების კომისია ახალ მექანიზმს თავაზობს.
დღეიდან ყველა მშობელს ექნება შესაძლებლობა, სურვილისამებრ შეზღუდოს ყველა იმ ვებ-გვერდზე წვდომა, რაც ბავშვებისთვის საფრთხეს წარმოადგენს. ამისათვის განსაზღვრულია წესები, რომ ანიმაციურ ფილმებს, სერიალებს, პროგრამებსა და თამაშებს განსაზღვრული ასაკობრივი ნიშნული ქონდეს.
მაუწყებლები ვალდებულები არიან შექმნან შესაბამისი ბადე გარკვეულ საათებში, რაც მოზარდებს ასაკის შეუსაბამო პროგრამებს თავიდან აარიდებს.
“ტელეკომპანიები ვალდებული არიან საკუთარ ეთერში არ განათავსონ 18 წლამდე არასრულწლოვნისთვის შეუფერებელი პროგრამა 18:00 საათიდან 24:00 საათამდე, 15 წლამდე არასრულწლოვნისთვის 18:00 საათიდან 23:00 საათამდე; 12 წლამდე არასრულწლოვნისთვის 18:00 საათიდან 21:00 საათამდე, ხოლო 7 წლამდე არასრულწლოვნისთვის 18:00 საათიდან 21:00 საათამდე’’.
ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, ვებგვერდები 1000 ლარით, კანონდარღვევის განმეორებით ჩადენის შემთხვევაში კი 3000 ლარით დაჯარიმდებიან. ხოლო ტელევიზიები პირველ ჯერზე 2500 ლარით, ან მაუწყებლის წლიური შემოსავლის არაუმეტეს 0.5%-ის ოდენობით დაჯარიმდებიან, კანონდარღვევის განმეორებით ჩადენის შემთხვევაში, კი მათ ავტორიზაცია შეუჩერდებათ.
კომუნიკაციების კომისია, ვებ-გვერდების მონიტორინგს განახორციელებს იმისათვის თუ, რამდენად პასუხისმგებლობით ეკიდებიან კომპანიები დაკისრებულ ვალდებულებებს.