თინა კანდელაკი გუშინ, რუსეთის „პირველ არხზე“ მომხდარ ინციდენტს ეხმიანება. მარიანა ოვსიანნიკოვას პირდაპირ ეთერში უკრაინის მხარდამჭერი ბანერით შესვლას, კანდელაკი პროვოკაციას უწოდებს და მომხდარის შესახებ საკუთარ მოსაზრებას სოციალურ ქსელში „ვ კონტაკტე“ წერს.
„ასეთი პროვოკაცია შეიძლება ყველა არხზე მოხდეს, მით უფრო პირდაპირ ეთერში, არავინაა ამისგან დაზღვეული. როგორც ჩანს, აქტივისტი არ მოქმედებდა მარტო, მას ტელეფონითაც იღებდნენ, ბანერი სამუშაო ადგილზე დამზადდა. როგორც ჩანს, კოლექტივი ამაში დაეხმარა. ეს ძალიან საწყენია, მას არავინ აიძულებდა ემუშავა პირველ არხზე, ხელბორკილებით არავის ჰყავდა დაბმული. ყველა იქ მუშაობს სიამოვნებით და იღებს ხელფასს. მთავარი კითხვა კი ისაა, ვინ დაგეგმა ეს ანტირუსული პროვოკაცია, რადგან რამდენიმე საათში მას თავად ზელენსკიმ გადაუხადა მადლობა. დამთხვევაა? არ მგონია“, – წერს კანდელაკი.