„ინსტაგრამიდან“ რუსულ სოციალური ქსელებში ,,გადაბარგებული” თინა კანდელაკი მორიგ პოსტს აქვეყნებს. ამჯერად ის მომხმარებლებს სოციალურ ქსელში „ვ კონტაკტე“ მიმართავს. უკრაინაში ძებნილად გამოცხადებული კანდელაკი ამ ეტაპზე უკმაყოფილოა გამომწერების რაოდენობით და ხალხს გააქტიურებისკენ მოუწოდებს:
„მასიური ემიგრაცია მეც შემეხო, გადავედი ,,ინსტაგრამიდან” ,,ვ კონტაკტე”-ზე. ცხოვრება გრძელდება.
ჩემი სფეროებია: სპორტი, კვება, სამსახური, სილამაზის რჩევები და გათამაშებები. რა გინდათ აქ ნახოთ ყველაზე ხშირად. ვინც აქ გადმობარგდით, მომწერეთ” – წერს კანდელაკი და ახალ ფოტოს აქვეყნებს.
„დამიბრუნე ჩემი ინსტაგრამი უკან“ – თინა კანდელაკი კადიროვს ინგლისურს ასწავლის