LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„არავინ არ უნდა აღიაროს საქართველოს ე.წ. ახალი „პრეზიდენტი“ – საქართველოს სჭირდება თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები რაც შეიძლება მალე“ – მიხაილ როთი

185
მიხაილ როთი

„სალომე ზურაბიშვილმა გადაარჩინა საქართველოს ღირსება! არავინ არ უნდა აღიაროს საქართველოს ე.წ. ახალი „პრეზიდენტი“, ან მოახდინოს მისი ლეგიტიმაცია მიწვევით ან ვიზიტებით“, – ამის შესახებ გერმანიის პარლამენტის (ბუნდესტაგის) საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, მიხაილ როთი X-ის საკუთარ გვერდზე წერს.

მისი თქმით, მიხეილ ყაველაშვილი აირჩიეს დეპუტატებმა, რომლებმაც მანდატები გაყალბებული არჩევნებით მოიპოვეს.

„ის აირჩიეს დეპუტატებმა, რომლებმაც მანდატები გაყალბებული არჩევნებით მოიპოვეს. საქართველოს სჭირდება თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები რაც შეიძლება მალე“, – წერს როთი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g