LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„არავინ დაგვპატიჟა… ვიფიქრე, რომ ბიჭები მაინც იმღერებდნენ, მაგრამ საერთოდ არ გააჟღერეს, ძალით აკრძალვაც და არ გაჟღერებაც დღეს სულ ცოტა უხერხულია… უბრალოდ მეწყინა“ – ირმა სოხაძე

3204
ირმა სოხაძე

მომღერალი ირმა სოხაძე კიდევ ერთხელ ეხმაურება გუშინ, თავისუფლების მოედანზე გამართულ ღონისძიებას – „საქართველოს მადლობა საფეხბურთო ნაკრებს“ და ამბობს, რომ გამარჯვების სიმბოლოდ ქცეული სიმღერის „გაიღიმე“ არ შესრულება მისთვის მოულოდნელი ფაქტი აღმოჩნდა.

„სიმართლე გითხრათ ველოდი, რომ დამპატიჟებდნენ. მეც, გია მაჭარაშვილს დილიდან ვესაუბრე, დამირეკა. არავინ დაგვპატიჟა. ვიფიქრე, რომ ბიჭები მაინც იმღერებდნენ, მაგრამ საერთოდ არ გააჟღერეს და გამიკვირდა. ხომ მაქვს უფლება, რომ გამიკვირდეს?

ეგ ხომ ფაქტია, რომ მთელი საქართველო მღერის. არავის გაუჰიტებია ძალით, ამიტომ ძალით აკრძალვაც და არ გაჟღერებაც დღეს სულ ცოტა უხერხულია, მეტი არაფერი…

მთელი მოედანი მღეროდა, მერე ვიდეოები ცალ-ცალკე გამომიგზავნეს. ეგ არის სასაცილო, რომ მაინც ყველა მღეროდა. ეს სიმღერა დღეს არის სიმბოლო ჩვენი ბიჭების წარმატების. ხომ სწორია? რაიმეს ხომ არ ვამატებ? ყველა ასე ამბობს. არაოფიციალური ჰიმნია და უბრალოდ ამღერე ბიჭები და ისე გაუშვი. მე არ ვიცი, ვინ იყო რეჟისორი და არც გამოძიებას ვაპირებ, უბრალოდ მეწყინა. არაფერს არ გამოვრიცხავ და არაფერს არ ვუკავშირებ, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში არ იყო ეს სწორი”, – თქვა ირმა სოხაძემ „ტვ პირველთან“.

„ვერ დავმალავ, გამიკვირდა! შეიძლება შემსრულებელი არ მოგწონდეს, არც ავტორებზე გიჟდებოდე, მაგრამ სიმღერას, ლექსს, თვითონ ფეხბურთელებს და ხალხს რას ერჩი, არ მესმის“ – რას წერს ირმა სოხაძე

❗ "ველოდი, რომ დამპატიჟებდნენ"- ირმა სოხაძე 👉 მომღერალი, რომლის თანაავტორობით შექმნილი სიმღერა "ზღაპრის ბოლო კეთილია" ფეხბურთელების ჰიმნად იქცა, განაწყენებულია და არ გამორიცხავს, რომ მისი სამთავრობო ღონისძიებაზე დაბლოკვა რუსული კანონის გაპროტესტებას უკავშირდებოდეს

Posted by TV Pirveli • ტელეკომპანია პირველი on ოთხშაბათი, 03 ივლისი, 2024
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები