ორგანიზაციის „საფარი“ ხელმძღვანელი ბაია პატარაია აცხადებს, რომ „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის წინააღმდეგ აღმკვეთი ღონისძიება – პატიმრობა არაპროპორციულია.
„არავინ დღეს ციხეში არ ზის იმის გამო, რომ ვინმეს სილა გააწნა. მესმის, რომ ამაზე გამოძიება იყოს დაწყებული, მაგრამ ამას პატიმრობა არ სჭირდება. სამაგიეროდ, მზიას წინააღმდეგ ძალიან სერიოზული დანაშაულები აქვს ჩადენილი პოლიციას, დამამცირებელი მოპყრობა, მაგრამ ამ საქმეზე გამოძიება არ მიმდინარეობს“, – განაცხადა პატარაიამ.
ბაია პატარაია ასევე აღნიშნავს, რომ მზიას ჯანმრთელობის მდგომარეობა სახიფათო ხდება.
„ხვალ, მზიას შიმშილობის მე-18 დღე იქნება. როგორ ექიმები გვეუბნებიან, ეს კრიზისული პერიოდია და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ძალიან სახიფათოა“, – აღნიშნავს ბაია პატარაია.